პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ახალი მშენებლობებით ბათუმს ისტორიული იერსახე დაუკარგა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ბათუმში საოცრებათა მოედანზე წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისი თქმით, ბათუმი ყოველთვის განსაკუთრებული კულტურის მქონე ქალაქი იყო.
„ბათუმი თავის სული და განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა, რომელიც ასეთი გვიყვარდა თავის არქიტექტურითა და თავისი სისადავით. განა არ შეიძლება ააშენო ისე, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დააზარალო, ხოლო ბათუმის ისტორიული იერსახე და არქიტექტურა არ გაანადგურო და შთამომავლობას პრიმიტიული მიმბაძველობის მაგალითები არ დაუტოვო“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით თანხა, რომელიც ხელისუფლებამ ბათუმში ახალი შენობების მშენებლობებზე დახარჯა მხოლოდ ერთი კაცის პატივმოყვრეობასა და კომფორტს ემსახურებოდა და არა ხალხის კეთილდღეობას.
„განა არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მიგვენდო პორფესიონალებისთვის და ბათუმი ერთი კაცის ფანტაზიების პოლიგიონად არ გადაქცულიყო. დასანანია, რომ ამ უძველის კუთხითვის ხელისუფლებამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა გარდა კაზინოებისა და ნახევრად ლეგალური საროსკიპების გახსნისა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერ

















