logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სესიაშვილი: როგრესი სახეზეა, თუმცა იქ, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ეს ყველაფერი უფრო მეტად ჩანს
სესიაშვილი: როგრესი სახეზეა, თუმცა იქ, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ეს ყველაფერი უფრო მეტად ჩანს
12:27 14.03.2019
ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშს ყურადღებით ვეცნობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის კრიტიკული შენიშვნები, უფრო მეტად იმ განცხადებების კონსტატაციაა, რომელსაც ოპონენტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ.

"ძირითადად, რაც იქ კრიტიკული შენიშვნები ან შეფასებებია, უფრო მეტად კონსტატაციაა განცხადებებისა, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური და შეიძლება, ობიექტურიც. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საერთო ჯამში საყურადღებოა და ჩვენმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რა ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესი სახეზეა, თუმცა, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ყველაფერი მეტად ჩანს.

"ვფიქრობ, პროგრესი სახეზეა, თუმცა იქ, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ეს ყველაფერი უფრო მეტად ჩანს. ამიტომ, ამ პროცესში ჩვენ ვართ კონსტრუქციული. ჩვენ თითოეულ ასეთ განცხადებაზე ვახდენთ რეაგირებას და ჩვენი, ხელისუფლების ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, ესეც იქნება ერთი კარგი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მეტი ვიმუშაოთ", – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

ამავე ანგარიშიდან გაეცანით:
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობა გაუმჯობესებულად ფასდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს "სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა