logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს "სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს "სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას
12:15 14.03.2019
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. დოკუმენტში მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მოქალაქეების დაკავებები და მკვლელობის ფაქტები, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეები.

"რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები კვლავ რჩება ცენტრალური მთავრობის კონტროლს გარეთ და მათ მხარს უჭერს რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო და მესაზღვრე, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ეს ტერიტორიები. რუს მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ. შეზღუდული წვდომის გამო "სამხრეთ ოსეთში" ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით მცირე რაოდენობის ოფიციალური ინფორმაციაა, თუმცა დარღვევების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებებმა განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებს შეუზღუდეს ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვა გზით მონაწილეობის, საკუთრების, ბიზნესის რეგისტრირების, მოგზაურობის უფლებები. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველების უმრავლესობას აუკრძალა "სამხრეთ ოსეთში" დაბრუნება, თუმცა ახალგორის მცხოვრებთათვის არსებობს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის სპეციალური შეთანხმება. დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობას არ აძლევს "სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად რეგულარულად შესვლის უფლებას. რუსეთის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის "ბორდერიზაცია"გრძელდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს მათი თემებისგან და საარსებო წყაროებისგან აცალკევებდა",- ნათქვამია ანგარიშში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა