logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ელიოტ ენჯელი: 2008 წელს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა აკეთოს ის რაც მას მოესურვება
ელიოტ ენჯელი: 2008 წელს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა აკეთოს ის რაც მას მოესურვება
10:13 14.03.2019
13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა მოსმენა სახელწოდებით - „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“.

მასზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის “WestExec Advisors”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი, მიშელ ფლოურნი; Belfer-ის ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, დუგლას ლუტი; გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, იან ბრჟესინკი.

მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად ნატო-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლბას. როგორც მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისაგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისაგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკითხზე. „მომდებნო 70 წლის განმავლობაში კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა.“ განაცხადა ბ-ნმა მაქკოლმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენჯელის განცხადებით, „ვფიქრობ 2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით ნატო არ გააფართოვა. ვფიქრობ, რომ მან პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს რაც მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა ზონებში.“

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ხაზი გაუსვეს ნატო-ს ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისა და ნატო-ში ახალი წევრების გაწევრიანებისადმი ალიანსის ვალდებულების მნიშვნელობას.

ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟესინკიმ ხაზი გაუსვა ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ ნატო-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები. „საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა - რომ მათ გააწევრიანებს. ... მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრით, ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე ნატო-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზირებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში.“ - განაცხადა ბ-ნმა ბრჟესინსკიმ.

ბრჟესინსკის განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი, დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას. „ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა, თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“ - განაცადა ბ-ნმა ბრჟეზინსკიმ.

კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსი) გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას. მისი განმარტებით, დროა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით - თუ როგორ მოხდება მათი ნატო-ში გაწევრიანება.

კონგრესმენმა კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში.

კონგრესმენი ანნა ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციურ ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს. „ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებზე და რუსეთის მიერ შერქმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაიანასა და საქართველოში.

კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი), ხაზი გაუსვა ნატო-ს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შესძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს მანამდე სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა