logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ხათუნა თოთლაძე ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიის გენერალური დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
ხათუნა თოთლაძე ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიის გენერალური დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
10:05 14.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა  ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიის გენერალური დისკუსიის ფარგლებში.

როგორც ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, საქართველო სრულად აცნობიერებს ვალდებულებას, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრი და გამოთქვამს მზადყოფნას, შეიტანოს წვლილი გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის გაუმჯობესებისაკენ.

ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ ანიჭებს რა უდიდეს მნიშვნელობას, საქართველომ გასულ წელსაც მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა რომ დაინერგა ეროვნული სამოქმედო გეგმები ოჯახურ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციისა და მათი ეროვნულ გეგმებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყველა მათგანში ასახულ იქნა შესაბამისი გენდერული ინდიკატორები გენდერული თანასწორობის ეროვნული პოლიტიკის უკეთ გატარების მიზნით.

როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, საქართველო აცნობიერებს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა და მდგრადი განვითარების მიზნები შეუძლებელია ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე და აქედან გამომდინარე, 2018-2020 სამთავრობო სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების შესახებ ითავსებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება, სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების იდენტიფიცირება, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ხათუნა თოთლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოს მთავრობას, გაავრცელოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩო ქალებზე და გოგოებზე, რომლებიც ხელოვნურად და არალეგალურად აღმართული მავთულხლართების მიღმა რჩებიან, და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების არარსებობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა