„აჭარაში სტუმრის სტატუსი ყველაზე მაღალი სტატუსია და დღეს სრულიად საქართველოს მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საპატიო სტუმარია“ - ამის შესახებ
ბათუმში მიმდინარე აქციაზე იურისტმა მედეა ვასაძემ განაცხადა.
ვასაძემ მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების აქტიურობაზე გაამახვილა.
„ დღევანდელი შეკრებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ უკვე მოვედით და რადგან მოვედით აუცილებლად წინ ვივლით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბელადს კი არ გავყვებით არამედ წინ ვივლით ჩვენ, ხალხი და უკან გამოგვყვება ბატონი ბიძინა ივანიშვილი“ -განაცხადა ვასაძემ.

















