logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
დავით ზალკალიანი ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
19:44 13.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს გააქტიურებულ მაღალი დონის ვიზიტებზე და ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რათა მეტი ძალისხმევა იქნეს მიმართული არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს-კავშირების გაღრმავების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თბილისში ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

შეხვედრისას ინდონეზიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლიც შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს ინდონეზიისათვის.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. მათ შორის, აცნობა გალის რაიონში, ამა წლის 12 მარტს 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ, რომელიც რუსი სამხედროების მიერ იქნა დაკავებული.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და თანამშრომლობის პოტენციალს. ქართული მხარის მიერ გამოიხატა ინტერესი, ინდონეზიის როგორც ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ქვეყნის გამოცდილების გაზიარების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ჰიდეიათ ნურ ვაჰიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიაში მიიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა