logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება
მამუკა მდინარაძე: კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება
18:30 13.03.2019
კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება ,- ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისიასთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა ჯერ კიდევ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობის დროს დაიგეგმა.

"ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს. როდესაც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვმუშაობდით, დასაწყისშივე დამკვიდრდა ეს პრაქტიკა. ჩვენ მათ გავუგზავნეთ პროექტი, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებდით საკომიტეტო მოსმენებს, განხილვებს, მათ შორის საზოგაოდოებასთან. ასეთივე პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა ვენეციის კომისიასთან ამ პროექტზეც. პირველ რიგში ისინი დებენ შუალედურ დასკვნას, სადაც პრინციპებთან დაკავშირებით საერთო აზრი ჩამოყალიბებული აქვთ და შემდეგ გადადიან დეტალებზე. აქედან გამომდინარე, საკომიტეტო მსჯელობები, მათ შორის საჯარო სივრცეში, ხელს არ შეუშლის ვენეციის კომისიის მუშაობას და ჩვენ ახლაც, როგორც მაშინ, გზადაგზა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება.

„ისინი არიან ამ პროცესებზე ობიექტური დამკვირვებლები, ყველაზე კომპეტენტურები, ყველაზე მიუკერძოებლები - ამას აღიარებს თანამედროვე მსოფლიო, და ჩვენ, შესაბამისად, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს გამომდინარე ჩვენი ქართული სპეციფიკიდან და იმ სამართლებრივი რეალობიდან, რაც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი, რომელიც არის ძალიან დახვეწილი, კიდევ უფრო დაიხვეწება მათი რეკომენდაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად. თუკი რაიმე პატარა ხარვეზი არის ამის აღმოფხვრაც შესაძლებელია, თუმცა პრინციპების დონეზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული კანონპროექტი და ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებია მათში გაწერილი, მათ შორის მკაცრი პროცედურები, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სასამართლოს საბოლოო გაჯანსაღებისა და დამოუკიდებლობისაკენ. რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებაც კი არ ჰქონდეთ რიგ ადამიანებს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

შეგახსენებთ, რომ ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა