logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძეს ტარო კონომ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მამუკა ბახტაძეს ტარო კონომ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
17:40 13.03.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.
საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარებას და აღინიშნა, რომ პრემიერის ვიზიტი იაპონიაში ორმხრივი ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების კუთხით, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.

აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"შესანიშნავი საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან თბილისში ჩემი ვიზიტისას და იმედი მაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში ასევე ნაყოფიერი იქნება. ვაფასებთ მისი აღმატებულების სტუმრობას ჩვენს ქვეყანაში. ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას", - განაცხადა ტარო კონომ.

საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს. "ჩვენთვის - იაპონიისა და საქართველოსთვის - ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობაა. ჩვენს ერებს შორის არსებული კარგი დამოკიდებულება შესანიშნავ წინაპირობად მიმაჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ასევე, ვისურვებდით მეტი იაპონელი მეგობარი გვეხილა საქართველოში და მეტი ბიზნესკავშირები დამყარებულიყო ჩვენს ორ ერს შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმსა და გამოფენას - "საქართველო - ღვინის სამშობლო" გახსნის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა