logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩუგოშვილი: მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე დასკვნას ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს
ჩუგოშვილი: მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე დასკვნას ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს
16:27 13.03.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი შეფასებების კუთხით, განსაკუთრებით, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებების შეფასების კუთხით, ვენეციის კომისია ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოა.

"ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას. წლებია, მათ შორის, მართლმსაჯულების თემებზე დასკვნებს ამზადებენ. ვენეციის კომისიამ, როგორც კი ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მაშინვე გამოხატა მზაობა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს თავის დასკვნას.

რამდენიმე მთავარი პრინციპია, რაც გვაქვს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ეს არის ყველა ეტაპზე გამჭვირვალე პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოს შერჩევის ეტაპზე, ასევე პარლამენტში. ასევე, პროცესი ითვალისწინებს კონკურენტულ ღია შერჩევას და ხანგრძლივ პროცედურას. სხვა კანონპროექტებზე ისინი დასკვნას არ მოამზადებენ", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ვენეციის კომისია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე ამზადებს ოფიციალურ დასკვნას.

"არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა პროექტს მიაწოდებენ, გაეცნობიან, შეიძლება, გაითვალისწინონ კიდეც დასკვნაში, მაგრამ დასკვნას მოამზადებენ იმ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გაგზავნილი", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა