logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსექტივებზე ისაუბრეს
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსექტივებზე ისაუბრეს
15:08 13.03.2019
სომხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა.

არმენ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისათვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც არმენ სარგსიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები და ისტორიული მეხსიერება. განვავითაროთ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი, შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება, ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არმენ სარგსიანს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი გააჩნია.

პრეზიდენტებმა საქართველო - სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს.

საქართველო აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს. ამასთან, მზაობას გამოთქვამს კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხარდაჭერის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების პოტენციალის გამოყენება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა