ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.
მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.

















