ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისთვის კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს ვადა ამოეწურათ.
ცეესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგისტრაციაზე განაცხადი 41 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა.
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარალემენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 19 პარტია უკვე დაარეგისტრირა.
დღესვე დასრულდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარდება.

















