logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კალაძე: მეგობრობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე ქალაქის ინტერესი დგას
კალაძე: მეგობრობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე ქალაქის ინტერესი დგას
13:10 13.03.2019
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა, თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის.

"ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და, ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია.

ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც მას ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და კონკრეტული პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბექა ოდიშარია მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელია და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც არ დაზარალდება კერძო მესაკუთრის ინტერესი.

"ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას და განვაცხადო, რომ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ჩვენთვის მისაღები არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის ნაკვეთის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ კერძო საკუთრების ინტერესიც, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა: კუს ტბის ასახვევთან, რესტორან "ოტიუმის" წინ და ასევე, ვაკის პარკში, სადაც სასტუმროს განხორციელება იგეგმებოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსგავსი ადგილების შესანარჩუნებლად. ჩვენ პირველ რიგში ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადახედავს.

კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის მოგვარებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაციით გეგმავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა