logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
13:06 13.03.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსხურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ პოლიტიკურ ურთიერთობებს და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას გაესვა ხაზი.

ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილდა. სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიაში კიდევ ერთხელ მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ, სურვილი გამოთქვა, ინდონეზიას ეწვიოს.

მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ ინდონეზიის რესპუბლიკა საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს, რაც, მხარების შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე გამახვილდა. ჰიდეიათ ნურ ვაჰიდმა განაცხადა, რომ ინდონეზია დაინტერესებულია საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით.

ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ჩვენი ქვეყნის ისტორიული სატრანზიტო ფუნქციის აღდგენაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას.

მხარეებმა არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა