logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გალში მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ დეტალურად ინფორმირებული იყოს
დავით ზალკალიანი: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გალში მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ დეტალურად ინფორმირებული იყოს
12:09 13.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, გუშინ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის,გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წერმომადგენლებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან“-ამის შესახებ საგარეო საქმეთამინისტრმა, დავით ზალკალიანმა გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ პარტნიორი ქვეყანები და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.

მისივე თქმით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.

„მე მექნება ასევე კომუნიკაცია თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ისინიც იყვნენ ჩაყენებული აღნიშნული ფაქტის შესახებ. ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სამართალდამცავებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება“- განაცხადა ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა