logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: გერმანულ მხარეს ვთხოვეთ, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით
სოფო კილაძე: გერმანულ მხარეს ვთხოვეთ, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით
18:19 12.03.2019
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი დეპუტატები ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“ ურთიერთობაში. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა, საქართველოს გერმანიის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით.

„ბატონი ვიზე წინა მოწვევის პარლამენტის დროს გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ბუნებრივია, ის განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. თავის მხრივ, პოლიტიკური დაინტერესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მეტი გერმანელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. შეხვედრაზე ჩვენ მას ვთხოვეთ მხარდაჭერა, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. პირადად ბატონი ვიზესგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ინსტიტუტების თანამშრომლობის ფარგლებში“ - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა