პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა კომისიაში განაცხადის შეტანით წერილობით დაადასტურეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, განაცხადი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიის სახელით აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პაატა მგელაძემ შეიტანა.
„ჩვენ პოლიტიკური განაცხადი დიდი ხნის წინ გვქონდა გაკეთებული, პირველებს გვყავდა დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ახლა, იურიდიულად გავამყარეთ და დავასაბუთეთ ჩვენი სურვილი. ეს ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მცდელობაა იმისა, რომ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში“ - განაცხადა პაატა მგელაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიის სახელით კენჭს აჭარის ყველა რაიონში იყრიან.

















