logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს კონსულებმა ის ქართველები მოინახულეს, რომელბიც ბარსელონასა და ამიენსში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ქუჩაში ათენებენ
საქართველოს კონსულებმა ის ქართველები მოინახულეს, რომელბიც ბარსელონასა და ამიენსში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ქუჩაში ათენებენ
15:25 12.03.2019
ბარსელონაში საქართველოს კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა ესპანურ მხარესთან ერთობლივი თანამშრმლობით თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მოინახულა, რომლებიც ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ.

საქართველოს კონსულისა და ესპანური მხარის საემიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა თავშესაფარის მიღებაზე მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და მიეცათ რჩევა სამშობლოში დაუყონებლივი დაბრუნების შესახებ.

მათ შორის ესპანურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს გააცნო ესპანეთის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც დაუშვებელია მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში ყოფნა, რის გამოც ესპანეთის შესაბამისი სამსახურები იძულებულნი იქნებიან ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

საქართველოს კონსულმა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის და ზოგადად თავშესაფრის მოთხოვნის წესების ბოროტად სარგებლობის დაუშვებლობას და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქები ხშირად არასათანადო ინფორმირებულობის და, ასევე, მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციების და დაპირებების შედეგად ტოვებენ საქართველოს და ევროკავშირის/შენგენის ზონაში ითხოვენ თავშესაფარს, რაც ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების მხრიდან არ კმაყოფილდება, რადგან საქართველო მიჩნეულია უსფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადამინის ფუნდამენტური უფლებები, არ ხდება მისი პოლიტიკურად თუ სხვა ნიშნით დევნა და შევიწროვება. თავშესაფრის მაძიებელი ადგილზე ჩასული საქართველოს მოქალაქეები კი მძიმე სოციალურ პირობებში ვარდებიან.

შეხვედრის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ესპანეთში გამომგზავრებამდე ისინი დაეყრდნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ.

ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთსი ქ. ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომლის შესახებაც უკვე დაიწერა ფრანგულ პრესაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოქალაქეები მოინახულა საფრანგეთში საქართველოს კონსულმა რ. დიდებულიძემ და კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოში დაბრუნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადება არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე, რადგან საქართველო ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მხრიდან მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადმაინის ფუნდამენტური უფლებები.

თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეები საკუთარი და თავიანთი შვილების მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის, საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზის მეშვეობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა