logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს - იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი
ირაკლი კობახიძე: ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს - იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი
14:13 12.03.2019
„ასი წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, ზუსტად ამ დროს, გაიხსნა საქართველოს პირველი პარლამენტის - სახალხოდ, თავისუფლად და დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული მოვლენის ასი წლისთავს ვხვდებით დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, რომლის პარლამენტიც ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს დამფუძნებელი კრების მეასე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს - იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს თარიღი, სიმბოლური თვალსაზრისით, განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, შეგვახსენებს, რომ თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა.

დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ კრების გახსნის დღედ 1919 წლის 12 მარტი შემთხვევით არ შერჩეულა.

„რუსეთის იმპერიის დამხობიდან ორი წლის თავზე საქართველოში ჩატარდა იმ დროისათვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რისი დაგვირგვინებაც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების გახსნა იყო.დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები 4 პარტიიდან და კრების გახსნას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. დამფუძნებელი კრების წევრების ხედვა მიპყრობილი იყო საქართველოს თავისუფალი და ბედნიერი მომავლის შენებისაკენ. ჩვენ, მათი შთამომავლები, მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დღეს სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენად ღირსეული ტრადიცია აქვს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პარლამენტარიზმს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დამფუძნებელი კრების ყველა წევრი იზიარებდა იმ იდეალებს, რომლებიც დღევანდელი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღსანიშნავია, რომ ასი წლის წინანდელ პირველივე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ფუძემდებლური დოკუმენტი.

„დამფუძნებელი კრება, მისი დემოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს გამოხატავდა და ფართო პოლიტიკური ლეგიტიმაციით სარგებლობდა. მასში არჩეულნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების წევრობის 600 კანდიდატიდან 26 ქალი იყო და 5 მათგანი დამფუძნებელი კრების წევრი - დეპუტატი გახდა. ამით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთელ იმდროინდელ კაცობრიობას აჩვენა თავისი პროგრესულობა და თანამედროვეობა. ქალთა აქტიური როლი პირველი რესპუბლიკის პოლიტიკაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის ღირსეული ტრადიციების გაგრძელების მაგალითს წარმოადგენდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და პროგრესული იყო მაშინდელ სამყაროში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო წინსვლა და განვითარება საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც 1919 წლის დეკემბერში სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა.

„სამწუხაროდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მისწრაფებებს მაშინ ახდენა არ ეწერა, მაგრამ დამოუკიდებლობის დაკარგვის უშუალო საფრთხის პირობებშიც კი, 1921 წლის 21 თებერვალს, იმ დროს, როდესაც თბილისის შემოგარენში ბრძოლები მიმდინარეობდა - დამფუძნებელმა კრებამ უკიდურესად მძიმე პირობებში, ორწლიანი მუშაობის შედეგად, მიიღო საქართველოს კონსტიტუცია“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ასპარეზზე პატივისცემა და აღიარება მოიპოვა, თუმცა, აღიარება საკმარისი არ აღმოჩნდა არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და არც მისი დამფუძნებლების ტრაგიკული ბედის შესამსუბუქებლად.

„დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, კრების წევრების ნაწილი ემიგრაციაში გაემგზავრა. საქართველოში დარჩენილებმა კი საკუთარ თავზე იწვნიეს ბოლშევიკური რეპრესიების სიმძიმე. ქართული ემიგრაციის, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრების მოღვაწეობის მნიშვნელოვან კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ლევილის მამული საფრანგეთში. ქართულმა ემიგრაციამ მოახერხა, პირველი ქართული რესპუბლიკის მისწრაფებები ღირსეულად შეენარჩუნებინა და დემოკრატიული იდეალები შემოენახა“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე ჩვენს დროში, ეროვნული მოძრაობის აღორძინების პირველივე წლებში, პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და მის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ტრადიციაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა.

„1921 წლის კონსტიტუციით დამტკიცებული ეროვნული სიმბოლიკა აღდგენილ იქნა 1991 წელს, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად. საქართველოს პარლამენტში გვაქვს პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, ხოლო პარლამენტის შენობა შემკულია პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის ბევრი მნიშვნელოვანი არტეფაქტითა და სიმბოლოთი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღევანდელმა საქართველომ პირველი რესპუბლიკისგან ბევრი ღირსეული თვისება და გამოწვევა მიიღო მემკვიდრეობით და ახლაც, როგორც მაშინ, ქართული დემოკრატიის ცენტრად იქცა საქართველოს პარლამენტი.

„როგორც მაშინ, ახლაც, ქართული დემოკრატიის ცენტრად იქცა საქართველოს პარლამენტი, რომლის მოღვაწეობაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, დატვირთული საკანონმდებლო მუშაობითა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობითაა აღსანიშნავი.

პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, დღესაც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ საერთო და სანუკვარი მიზანი - საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება და დასავლეთის სამყაროსთან სრულფასოვანი ინტეგრაცია. დღევანდელი პოლიტიკური განსხვავებები, ისტორიულ ჭრილში, სრულიად უმნიშვნელოა ჩვენს საერთო მიზნებთან და საქართველოს მომავლის ინტერესებთან შედარებით“ - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დემოკრატიული განვითარების გზით შეძლებს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ევროპულ დემოკრატიებთან დაახლოვა.

„დღესაც სასიცოცხლოდ აქტუალურია ევროპასთან, დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის საკითხი. მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით შეძლებს საქართველო, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველო ევროპის განყოფელი ნაწილია. პარლამენტის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ევროპულ დემოკრატიებთან დააახლოვა.

საქართველოს პარლამენტის, როგორც დამფუძნებელი კრების მემკვიდრის სამომავლო ამოცანები სწორედ თავისუფლების შენარჩუნებასა და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება“ - მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესეების კონკურსში - „პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა-100“ გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები სასაჩუქრე მედალიონებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისადმი მიძღვნილი გამოფენაც. ექსპოზიციაში საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებული ძირითადი მოვლენები, ასევე, ის ნაბიჯებია ასახული, რომლებიც ჩვენმა სახელმწიფომ XX საუკუნის დასაწყისში, დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, ქვეყანაში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა