logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება
დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება
10:06 12.03.2019
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.

თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.

საზეიმო დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო ლექციებსა და თემატურ გამოფენებს უმასპინძლებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი ჩატარდა.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონკურსში გამარჯვებულებს სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოებს. კობახიძე მოწვეულ სტუმრებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლებს, სადაც თემატური გამოფენა და რობერტს სტურუასა და გია ყანჩელის სპეციალურად ამ საზეიმო თარიღისთვის მიძღვნილი ერთობლივი ნამუშევრის წარმოდგენა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატური გამოფენები და საჯარო ლექციები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით, საჯარო ლექციაც.

ამასთან, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე „ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში“, სადაც მონაწილეობას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის დეპუტატი ქალები მიიღებენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა