logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო უწყებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო უწყებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
18:27 11.03.2019
​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ მდგომარეობას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იანვრის შუა რიცხვებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზის დაკეტვაზე და ამ დესტრუქციული ნაბიჯის სავალალო შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. აღინიშნა, რომ ქართული მხარისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა მდ. ენგურის ხიდზე მიმოსვლის აღდგენა, თუმცა კვლავ დახურული რჩება ე.წ. გადასასვლელები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეჩერება სრულ იზოლაციაში აქცევს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით სოფლებში - წარღვლი, ჩორჩანა და ატოცი - ბოლო დროს განვითარებულ უკანონო მოვლენებზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე და აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალში მცხოვრები ქართველობის იძულებას უცხოელებად დარეგისტრირებასა და იდენტობის შეცვლაზე. განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი და ხაზი გაესვა ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის მიზნით ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - შედეგების მიღწევის აუცილებლობა.

ყურადღება გამახვილდა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯების შედეგად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPღMს) შეჩერების გამო. აღინიშნა, რომ ქართული მხარისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ერგნეთის შეხვედრების აღდგენა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ აღდგენას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა