logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი: გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს
სოზარ სუბარი: გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს
17:12 11.03.2019
გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს ,-  ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.

"თითოეული ადამიანი არის დანაკლისი, განსაკუთრებით ის ხალხი ვისთან ერთადაც გამოვიარეთ ძალიან მძიმე ბრძოლა, არამხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან. იგივე ეკა ბესელიასთან, ძალიან დიდი ხნის თანამებრძოლობაც მაკავშირებს და მეგობრობაც, მაგრამ ადამიანები თავად ირჩევენ თავიანთ გზას, გზაგასაყარი ზოგჯერ დგება. მე არ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი მიზეზია ის, რის გამოც ეს მოხდა. მაგრამ ჩვეულებრივი პროცესია. სამწუხარო, თუმცა ჩვეულებრივი.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი არის უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოსთვის. სოზარ სუბარს მიიჩნევს რომ გზა რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია სასამართლოს გაჯანსაღებისკენ არ არის მიმართული.

სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი არის უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოსთვისამ შემთხვევაში გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია ამ სისტემის გაჯანსაღებისათვის სწორი გზა იყოს. მეორე, თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ეს ბრძოლა და ამოეღო ხმა, თუნდაც მაშინ როდესაც ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს ასეთი კრიტიკით გამოდის, არჩეული იქნენ უვადოდ - თუ მაშინ ხმას არ იღებდა ან არ იღებდა ასეთი სიმძაფრით, მასინ რა მოხდა ამ დროის მონაკვეთში? ახლა მთავარია, რაც ნაკლები იქნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი წნეხი სასამართლოზე. ზოგჯერ ხდება რაღაცის დემონიზება, ეს სისტემა ექცევა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ფუნქციონირება უჭირს. როდესაც საუბარია გარკვეულ მორალურ წნეხზე, ეს ერთია და როდესაც საუბარია წნეხზე, რომლითაც ცდილობ სისტემა ჩამოშალო, დაანგრიო, სისტემის დემორალიზება მოახდინო - ეს ორი სხვადასხვა რამეა",- განაცხადა სოზარ სუბარმა

მისივე თქმით დღეს არის ვითარება , როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით წასული საქმეების რაოდენობა.

"დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლო სისტემა. ჩვენ გვქონდა სასამართლო სისტემა,რომელიც წლის განმავლობაში განიხილავდა 18,19 , 20 ათას სისხლის სამართლის საქმეს და გამამართლებელი განაჩენი იყო ერთი, ასეთი წელიც იყო 2008-ში.იყო გამამართლებელი განაჩენი იყო 5-7. ეს იყო 0,001 % და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა ვითარება და ამაზე მემგონი ძალიან მარტივად ვთანხმდებით. დღეს გვაქვს ვითარება,როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში წასული საქმეების ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. სამჯერ ნაკლებია სასამართლო საქმეები,ვიდრე ვთქვათ ევროკავშირის წევრი სვროპული სახელმწიფოების ,რომლებსაც იმავე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავთ", - განაცხადა სუბარმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა