logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში თემატური მოკვლევის ჯგუფები შეიქმნება
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში თემატური მოკვლევის ჯგუფები შეიქმნება
21:05 08.03.2019
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გაიმართა ღონისძიება თემაზე - „საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მიმართა.

„ეს ღონისძიება გვინდა რომ მიეძღვნას ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ძალიან ბევრ თემაზე მუშაობს, როგორიცაა ძალადობა, პოლიტიკური მონაწილეობა, ცნობიერების ამაღლება და სხვა, გვინდოდა, რომ 8 მარტის ღონისძიება კონკრეტულად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების თემებისთვის დაგვეთმო, რადგან აღნიშნული მიმართულება საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, დამოუკიდებელი შემოსავლის გაჩენა მნიშვნელოვანი მიდგომებია, რომლებიც პირდაპირ კვეთაშია სხვა დანარჩენ მიმართულებებთან. გენდერულმა საბჭომ გადაწყვიტა ორი კონკრეტული აქმიანობის დამატება, რომელიც პარლამენტის ახალი რეგლამენტიდან გამომდინარეობს, რაც პარლამენტში მოქმედ საბჭოებს ახალი შესაძლებლობებით - თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნით აღჭურავს. ეს არის ძალიან ძლიერი და ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სხვადასხვა პარლამენტი ეფექტურად იყენებს, რაც კონკრეტული საკითხების სიღრმისეული შესწავლის, გაანალიზების და პრობლემის მოგვარების სწორედ დანახვის გზების ძიების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ის ორი მიმართულება გააცნო, რომლებიც, მისი შეფასებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. აღნიშნულ მიმართულებებად თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობას და ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა დაასახელა, რომელთა შესახებაც გენდერულ საბჭოში ორი თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება და მათ საბჭოს წევრები - ნინო წილოსანი და გუგული მაღრაძე უხელმძღვანელებენ.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოკვლევის დასკვნები ფართო განხილვის საგნად ვაქციოთ. დასკვნის მნიშვნელობიდან გამომდინარე თუ მასში მოცულობითი მიგნებები და აღმოჩენები იქნება მოცემული, შესაძლოა დასკვნის პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც კი განვიხილოთ. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, სხვადასხვა თანამდებობის პირების დაბარება და მოსმენა დაგვჭირდეს, ამიტომ რაც უფრო მეტი დისკუსია გაიმართება აღნიშნულ თემებზე მით უფრო მეტი გარანტია გაჩნდება, რომ პრობლემის გადაჭრისკენ გადაიდგმება ნაბიჯები“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორმა, ლუიზა ვინტონმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორტონმა მიმართეს.

გამომსვლელები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობას მიესალმნენ და თემატური ჯგუფების მოკვლევის სამუშაო პროცესის ტექნიკური დახმარების გაწევის მზაობა გამოთქვეს.

ღონისძიებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფების მთავარმა მომხსენებლებმაც ისაუბრეს.

„გენდერული თანასწორობის საბჭო სხვა მიმართულებებთან ერთად, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასაც მოიცავს და რა თქმა უნდა, მათ შორის სახელმწიფოს მიერ შედგენილ და წარმოდგენილ პროგრამებში ქალების მონაწილეობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ პროცესს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ფართო ჩართულობას ვთავაზობთ. ჩვენ თემატური მოკვლევის ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ შემაფერხებელ ფაქტორებს, რომლებსაც შესაძლოა ვხვდებოდეთ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გენდერული თანასწორობის რეალური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალები ეკონომიკურად ისეთივე ძლიერები იყვნენ როგორც მამაკაცები. კვლევებმაც აჩვენა, რომ შიდა პროდუქტის მაჩვენებლები 25%-ით უფრო იზრდება, როდესაც ქალები აქტიურად მოღვაწეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. განათლება პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანია განათლებული ქალები არსებობა. ყველანაირი განათლება აღსანიშნავია, თუმცა ჩვენ შემოვიფარგლეთ პროფესიული განათლებით, რადგან იგი ყველაზე ეფექტური მექანიზმია, იმისთვის რომ ქალს ქონდეს ისეთი პროფესია, რაც მას დასაქმების და საკუთარი ბიზნესის წარმოების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

გამომსვლელების შემდეგ ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამოქალაქო სექტორის და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებმა თემატური მოკვლევის შექმნის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს და ჯგუფში მონაწილეობის მიღების მზაობაზე ისაუბრეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის განხორციელებაში მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა