logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რა კამათიც მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თიბისი ბანკის“ საქმე
არჩილ თალაკვაძე: რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რა კამათიც მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თიბისი ბანკის“ საქმე
13:35 08.03.2019
დღევანდელი მოცემულობით „თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებული საკითხი - ეს არის საკითხი, რომელიც კერძო ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობს, ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, „თი-ბი-სი“ ბანკს გადახდილი აქვს კონკრეტული საჯარიმო სანქცია და ეს თემა პრაქტიკულად ამოწურულია საკანონმდებლო დონეზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

„რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რა კამათიც მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თი-ბი-სი ბანკის“ საქმე, დღეს „თი-ბი-სი ბანკმა“ გააკეთა განცხადება და მე ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, - რომ ბანკზე ასე ხელაღებით საუბარი და ბანკის სახელის გამოყენებას მიმდინარე დისკუსიაში ყველა მხარემ თავი დაანებოს, ამით შესაძლოა ბანკი დაზიანდესო. ეს ყველას ეხებოდა, მარტო ერთ მხარეს არა. ამიტომ „თი-ბი-სი“ ბანკს ნუ გავაიგივებთ დღეს მიმდინარე კონკრეტულ დავასთან.

გადავიდეთ მეორე საქმეზე, ეს არის ორი ბანკირი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათთან დაკავშირებული საქმე, რომელზეც არის კითხვის ნიშნები. გავყვეთ ამ საქმის მოცემულობას. ეს საქმე ამ მომენტისთვის შედგება ორი ნაწილისგან - ერთი, ეს არის ფაქტობრივი გარემოებები, ანუ, ამ დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებული შეკითხვები, გამოძიება და კითხვები, რომელიც ამის კანონიერებას უკავშირდება და მეორე, ამბები, რომელიც ამ საქმის გარშემო არის შექმნილი. ამის აღრევა არის წარმოუდგენლად დაუშვებელი. მე ჩამოგითვლით მაგალითებს რა ამბებია.

პირველი ამბავი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი ამ ბანკის მიმართო - დღეს ეს კითხვა აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ორ დღეში გაირკვა. ამ ამბის ამოწურვის შემდეგ შეიქმნა მეორე ამბავი, რომ „ამათ უნდათ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვა, მისი შეჩერება“ - როგორც კი საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს აქვს არანაკლებ, თუ მეტი არა გაკეთებული, ვიდრე კერძო კომპანიებს და იმ ბიზნესჯგუფს, აქვს დახარჯული კონკრეტული ფინანსები და ხელშესახები, აქვს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთებული, - ეს თემაც ამოიწურა.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირის კითხვის ნიშანი არ დაესმის, ანაკლიის პროექტი არის ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს მხრიდან მას ამ მომენტშიც და მომავალშიც აქვს და ექნება მხარდაჭერა.

ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირის საფრთხე არ ემუქრება. ეს როგორც კი გაირკვა, მერე გამოჩნდა კიდევ ახალი ამბავი, თითქოს მთავრობის წარმომადგენელმა მუქარის წერილი ე.წ წერილი გაუგზავნა ბანკირებს.

ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ და შევქმენით იმის პირობა პარლამენტში რომ ღია საუბრის საშუალება ჰქონოდათ ბანკირებს და ეს ფორმატი შედგა“ განაცხადა თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა