სააკაშვილი ხელისუფლებიდან დიდხანს წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს"
გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის ხელისუფლებიდან დიდხანს წასვლას არ აპირებს და ამიტომ, ოპოზიციის გაერთიანება აუცილებელია.
ყოლბაიას შეფასებით, პრეზიდენტმა გასული წლის დაპირებები გაიმეორა, საუბრის ტონმა და პათოსმაც დაადასტურა, რომ "ნაციონალური მორაობა" არსად წასვლას არ აპირებს.
ვახტანგ ყოლბაიამ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რეალურად შეაფასონ ვითარება, დასკვნები გამოიტანონ და არჩევნებამე დარჩენილი რამდენიმე თვე ერთიანი ფრონტის შესაქმნელად გამოიყენონ.
მისი განმარტებით, გუშინდელი გამოსვლით დადასტურდა, რომ საარჩევნო ველი ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე მომგებიანია და მასში სხვა პარტიების შესვლას აზრი არ აქვს.

















