ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ხვალიდან 31 აგვისტოს ჩათვლით უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნშნული გადაწყვეტილება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს უნდა მიმართონ.
1 სექტემბრიდან „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი კვლავ ამოქმედდება.

















