დეპუტატი შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული
ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვრჩები უმრავლესობაში. წამსვლელები წავლენ, დამრჩენები – დარჩებიან. ჩემზე არავითარი ზეწოლა, არავითარი გავლენა არავის აქვს. ბუნებაში არ შეიძლება ჩემზე ზეწოლა და ზემოქმედება მოახდინოს ვინმემ. თქვენ უნდა ნახოთ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომებზე, როგორ ვირტუოზულად მართავს ის სხდომებს. თვითონ ბატონი ბიძინა რომ არა, “ქართული ოცნება” დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა. მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში”,– განაცხადა შალელაშვილმა.

















