ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურ ლევან ვარშოლომიძეზეც ისაუბრა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბეშუმში ვარშალომიძე მხოლოდ ერთ ხის ქოხში ცხოვრობს და მას სტუდენტობის შემდეგ არც ბათუმში შეუცვლია საცხოვრებელი.
„განსხავება კორუმპირებულ მმართველებსა და ჩვენს მთავრობას შორის, იცით, რაშია? მთელი რვა წლის განმავლობაში ამ კაცმა ვერ აიშენა სახლი, ოჯახსაც კი ვერ მოეკიდა. სამაგიეროდ, მან ააშენა ახალი აჭარა, ახლა კი ახალ ბეშუმს ვაშენებთ“-განაცხადა სააკაშვილმა და ვარშალომიძემ დაოჯახებისკენ მოუწოდა.

















