პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დღეს, სამტრედიაში ადგილობრივი ოფისის პრეზენტაცია გამართეს.
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პრეზენტაციას პარტიის ლიდერი კახა კუკავა, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და პარტიის აქტივისტები ესწრებოდნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პარტიის გაზეთის ახალი ნომერი და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
პარტიის სამტრედიის ოფისი თამარ მეფის #10-ში განთავსდა.
„თავისუფალ საქართველოს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 48 რაიონული ოფისი აქვს.
სამომავლოდ, 73 საარჩევნო ოლქში პარტიის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება.

















