საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორი თან იუნსიანგი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივა განიხილეს.
ასევე, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

















