შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრიმ აღნიშნა, განათლების მიმართულებით რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია:
„საქართველო ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა და სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს რათა რეგიონებში უცხოური ენების მასწავლებლების დაბალ კვალიფიკაციას შეებრძოლოს, რომელიც რეგიონსა და ქალაქს შორის მოსწავლეთა ცოდნის დონის მნიშვნელოვან განსხვავებას იწვევს. დიდი რაოდენობით გამოცდების არსებობა რეპეტიტორების რაოდენობის ზრდას იწვევს, ხოლო ეს ტენდენცია ზოგჯერ დამაზიანებელია განათლების ხარისხისთვის ვიდრე ხელშემწყობი. გერმანიაში 16 ფედერალურ ერთეულში 16 განსხვავებული მოდელი გვაქვს, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის საერთო გამოცდილების გაზიარება არ იქნება მიზანშეწონილი, თუმცა მისასალმებელია ყველა რეფორმა რომელიც ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას ემსახურება“ - განაცხადა მიხაელ ფაბრიმ.

















