logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: საქართველოს არ გააჩნია „ცუდი მმართველობის“ პრობლემა
სოფიო ქაცარავა: საქართველოს არ გააჩნია „ცუდი მმართველობის“ პრობლემა
11:56 28.02.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, Politico-ს 20 თებერვლის სტატიას აფასებს. სტატიის ავტორი ტომას დე ვაალია. ქაცარავა აღნიშნავს, რომ „ტრადიციულად გამჭრიახ ავტორს, როგორც ჩანს ფოკუსი აერია. მისი შეფასება, რომ რუსეთი არის უფრო ნაკლები საფრთხე, ვიდრე „ცუდი მმართველობა და არაფორმალური ძალის ბოროტად გამოყენება“, ერთმნიშვნელოვნად მცდარია“. 

სოფიო ქაცარავას შეფასება მედიასაშუალებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

„ეს სამწუხარო არგუმენტი იმდენად სასიამოვნო იქნება მოსკოვისთვის, რამდენადაც დამაზიანებელი ევროპისთვის. ეს არგუმენტი იმედს გაუცრუებს დევნილებს და ლტოლვილებს, რომლებიც იძულებით იქნენ განდევნილნი საკუთარი სახლებიდან რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შედეგად. ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც რთული გზა განვლეს და შეძლეს მძიმე ისტორიული რეალობიდან თავის დაღწევა.

ფაქტები წარმოაჩენენ სრულიად განსხვავებულ სურათს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, საქართველო იკავებს მე-6 ადგილს 189 ქვეყანას შორის. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 82 ქვეყნიდან მე-7 ადგილზეა, ხოლო ჰერითიჯის ფონდის ინდექსის მიხედვით - მე-17-ზე.

მსოფლიო მმათველობის ინდიკატორები საქართველოს აყენებენ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულის რიგებში, როდესაც ეს ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციის კონტროლს, მთავრობრის ეფექტურობასა და რეგულაციების ხარისხს. ეს მიღწევები აშკარად არ არის „ცუდი მმართველობის“ შედეგი.

საქართველო არის ძირითადი სავაჭრო ჰაბი, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან.

ამის მიუხედავად, ტომას დე ვაალი ავითარებს არასწორ თეორიას, თითქოსდა საქართველოს ახალ პორტს - ანაკლიას შავი ზღვის სანაპიროზე, საფრთხეს უქმნის შიდა პოლიტიკა და არაკეთიმოსურნე გარე აქტორები.

დე ვაალი ირონიის გარეშე ასევე აღნიშნავს, რომ გარე არაკეთიმოსურნეებს შორის იგივე რუსეთია, რომლის უარყოფითი გავლენაც მან სტატიის დასაწყისში გამოტოვა. მათ რიცხვში არიან შავ ზღვაზე კომერციული პორტით დაინტერესებული სხვა კონკურენტებიც. თუმცა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად? საქართველო მიესალმება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას, რომელიც, როგორც ამბობენ, მოიტანს კეთილდღეობას და განვითარებას, რაც ყველა მხარისათვის მომგებიანი იქნება.

ასევე, ტომას დე ვაალის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი „თი-ბი-სი“ ბანკი დათანხმა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას, რომელიც დაეკისრა 2007-2008 წლებში ტექნიკური სამართლებრივი დარღვევის გამო, რომელშიც გარეული იყო ბანკის ორი ხელმძღვანელი. სინამდვილეში, ამ საკითხის ირგვლივ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დადებით კონტექსტში მოიხსენია „თი-ბი-სი“ ბანკის კარგი მენეჯმენტი, კორპორატიული მმართველობის მაღალი ხარისხი და ბიზნეს გამჭრიახობა.

ანაკლიის პროექტი გაგრძელდება და წარმატებას მიაღწევს მისი ადგილმდებარეობის, უპრეცედენტო შესაძლებლობების, დიდ ბაზრებზე წვდომის, საქართველოს მეტად სახარბიელო ბიზნეს გარემოსა და კარგი მმართველობის წყალობით. სწორედ ამიტომაა იგი „ქართული ოცნების“ მონაცვლე მთავრობების პრიორიტეტი“ - აღნიშნავს ქაცარავა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა