logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა
10:43 28.02.2019
პოლონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, ინგებორგ გისლადოტირს შეხვდა.

შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობისა და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები მზად არიან, რეკომენდაციების შესასრულებლად, მჭიდროდ ითანამშრომლონ. ინგებორგ გისლადოტირის თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ქართულ მხარეს ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევს.

საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმას და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით, ქართული გამოცდილების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ და ინგებორგ გისლადოტირმა განიხილეს ინიციატივა, რომ OSCE/ODIHR-ის ორგანიზებით გაიმართოს კონფერენცია საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, სადაც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეთიკის კოდექსის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი იქნა მიღებული. მხარეები შეთანხმდნენ, საქართველო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხარდაჭერით, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გამოცდილებას ამ მიმართულებითაც გაუზიარებს.



შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა