საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გელა დუმბაძე ოდესის ოქლის გუბერნატორს, მაქსიმ
სტეფანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის სფეროებზე და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ოდესის ოლქს წლების განმავლობაში აქვს ინტენსიური ურთიერთობები დაძმობილებული აჭარისა და კახეთის რეგიონებთან.
ოდესაში ვიზიტის ფარგლებში, გელა დუმბაძემ და საქართველოს კონსულმა, თორნიკე ბერეკაშვილმა ქართული დიაპორის წარმომადგენლებთანაც გამართეს შეხვედრა.
ქართველი დიპლომატები ეწვივნენ ოდესაში წმინდა თამარ მეფის სახელობის ახალ ტაძარს, სადაც ახლო მომავალში განთავსდება ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ და მასთან არსებული საკვირაო სკოლა.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ოდესაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოლეგ ქუთათელაძეს მისი აქტიური საქმიანობისთვის და იგი საელჩოს სიგელით დააჯილდოვა.

















