"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც კონსტიტუცია შეცვალა ისე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრება
მომავალში გამარჯვებულ პარტიას აღარ შეეძლება. ჩვენთვის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოფილიყო თვითმიზანი, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. საკონსტიტუციო უმრავლესობით ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია მას შემდეგ რაც კონსტიტუცია დავამტკიცეთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, დღეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს, რაც ნიშნავს ბევრად დიდ უმრავლესობას, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა.
"ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება თავდაჯერებით შეგვეძლება", - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ისინი ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას არ აპირებენ.
"საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება", - აღნიშნა თალაკვაძემ.

















