logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიას გახსნის
ირაკლი კობახიძე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიას გახსნის
11:00 27.02.2019
დღეს, ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნება.

სესიას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი მიმართავენ.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები მარეკ კუჩინსკისთან და სტანისლავ კარჩევსკისთან, ასევე, ქვეყნის პრემიერ მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული თანამემამულეების ხსოვნას პატივს მიაგებს და სმოლენსკის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - გიორგი ვოლსკი და დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გელა სამხარაული და გიორგი ლომია მიიღებენ.

„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის აპრილში დაუჭირა მხარი და იგი მიღებისთანავე ამოქმედდა.

საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა ხელი თბილისში, გასული წლის ნოემბერში მოაწერეს.

ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი აბესაძე, გიორგი ბეგაძე, თინათინ ბოკუჩავა, ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული შედიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა