logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად
ირაკლი კობახიძე: დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად
10:18 27.02.2019
„დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„საქართველო გაძლიერდა და უფრო სტაბილური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი და მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ხოლო ქართველი ხალხის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი მნიშვნელოვნად მაღალია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისეთ ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, პირველ რიგში კი, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მხოლოდ ჩვენს უახლოეს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად დგომით შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, და საბოლოოდ მივაღწიოთ ხანგრძლივ და დემოკრატიულ რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს ნამდვილად სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა, ჩვენს ქვეყანას თავადაც შეაქვს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ავღანეთსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილით, საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისათვის.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან მიუღწეველ ოცნებად გვეჩვენებოდა. თუმცა, ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ასევე ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, და უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს წარმატება გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმების აქტიური დღის წესრიგიდან ყველა იმ მიმართულებით, რაც წარმოადგენს იმ დაუღალავი შრომის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ საქართველო შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს 2022 წლისთვის და კიდევ უფრო წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობისაკენ.

საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხი. მიუხედავად მთავრობის შემადგენლობისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (85%-მდე) ირჩევს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, და მათი ეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ხელისუფლებას უძლიერებს რწმენას შიდა და საგარეო საკითხებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა