logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი: ჟენევაში გამართული ყველა შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტიურად წარმოსაჩენად გამოვიყენეთ
ზალკალიანი: ჟენევაში გამართული ყველა შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტიურად წარმოსაჩენად გამოვიყენეთ
10:01 27.02.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა, სადაც

მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განსახილველად და წელსაც სესიაზე საქართველო არის ღირსეულად წარმოდგენილი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა იყო ძალიან მკაფიოდ წარმოჩენილი ამ ფორუმის წინაშე. ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სერიოზულ დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასევე ვისაუბრე ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის მკვლელობის თემაზე, რომ ამ სიტუაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოს საერთაშორისო თანამეგობრობა და აუცილებელია, შესაბამისი რეაგირება.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში ვიზიტის შეფასებისას.

მისი თქმით, ქართული მხარე ძალიან აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატს, სადაც ორი წლის წინ მოხდა ადამიანის უფლებების საკითხზე რეზოლუციის ინიცირება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპზე აღარ არის საბჭოს წევრი, აღნიშნული ფორმატი მომავალშიც აუცილებლად იქნება გამოყენებული რეზოლუციის "თანამშრომლობა საქართველოსთან" მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, გამართული ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, მისი განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხზე მსჯელობის დროს როგორც გენერალური ასამბლეის ფორმატში, ისე ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ჩვენ გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერა.“

„გარდა ამისა, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჟენევაში წარმოდგენილ გაეროს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, - გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ვისაუბრეთ ასევე ჟენევაში ჯანდაცვის ორგანიზაციის და ინტელექტუალური საკუთრების გენერალურ დირექტორებთან. ყველა ეს შეხვედრა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები ამ ორგანიზაციის ფარგლებში, იყოს რაც შეიძლება აქტიურად წარმოდგენილი პოლიტიკურ დღის წესრიგში“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტში. ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ვიზიტის ფარგლებში,  დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაეროს ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ასევე მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა