logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის
10:00 27.02.2019
„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველომ პარტნიორებსა და მტრებსაც თვალნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობა“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია.

„გავაუმჯობესეთ ჩვენი მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს; და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე.

ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს მთავრობას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა და განაცხადა რომ რეფორმის წარმატებით დასრულებით, კანონის უზენაესობის სულ უფრო გაძლიერების ტენდენცია შეუქცევადი გახდა.

„საქართველოში კანონის უზენაესობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულებით კი ეს ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა. საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა. საფრთხის მომცველი სუპერ-საპრეზიდენტოდან უფრო დაბალანსებულ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ იყო ადვილი. მანამდე არსებული საკონსტიტუციო სტრუქტურა არამყარი და მერყევი იყო და აკლდა ძალაუფლების გადანაწილების ფუნდამენტური დებულებები. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის საკონსტიტუციო როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოახდენს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალის უზურპაციის პრევენციას. დღეს ჩვენი შემდეგი ამოცანა არის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება სამთავრობო უწყებებზე. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები მიმართულია ჩვენი ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების, რაც ქართული დემოკრატიის აკვანი იყო, გაძლიერებისა და ეფექტურობისაკენ.

საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხელისუფლებამ განახორციელა მთავარი საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა კი არ გაიზარდა, არამედ ოპოზიციას მიენიჭა უკეთესი შესაძლებლობა 2020 წლისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში უფრო ეფექტური კონკურენციისათვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით არა ალტრუისტული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების უფრო მეტი ლეგიტიმაციის მიზნით, რაც ასე ძალიან აკლდა საქართველოს პოლიტიკას წინა ათწლეულებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება დემოკრატიზაციის იმ პროცესის მხოლოდ ნაწილია, რომელმაც ხუთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით უფრო დიდი სტიმული მიიღო.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას უკვე აქვს თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, და მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, როგორც საუკეთესო რეფორმატორისა მმართველობის თითქმის ყველა ასპექტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა