logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს
ირაკლი კობახიძე: საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს
09:54 27.02.2019
„გვწამს, რომ საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს და მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკით შეძლებს განვითარებას და წინსვლას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ეკონომიური სიტუაციის მიუხედავად, საქართველომ მიაღწია წლიურ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას რომელიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის უპირატესობის გარეშე.

„ჩვენი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი და გამორჩეულია რეგიონის მასშტაბით, რადგან რეგიონი ჩაფლულია ეკონომიკურ სტაგნაციასა და რეცესიაშიც კი. საქართველოს უპირატესობები გადის ძლიერ ეკონომიკურ გაცვლაზე არ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბერალურ საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს. გვწამს, რომ საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს და მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკით შეძლებს განვითარებას და წინსვლას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეგიონალური სავაჭრო, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ენერგო-დინებებისა და კულტურული ურთიერთობის ცენტრად პოზიციონირებით, საქართველო ცდილობს, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება.

„გარდა შიდა ეკონომიკური რეფორმებისა, ასევე დიდად ვაფასებთ ჩვენს საერთაშორისო კავშირებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული ფაქტორი.

რეგიონალური სავაჭრო, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ენერგო-დინებებისა და კულტურული ურთიერთობის ცენტრად პოზიციონირებით, საქართველო ცდილობს, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან, რაც უდიდეს უპირატესობას გვანიჭებს რეგიონალურ ვაჭრობაში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენ ღია ვართ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-სთან იქნება არა მხოლოდ უდიდესი ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული აქტივიც საქართველოსათვის. კარგად ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვა დამაჯერებელ პირობად გადაიქცეს. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკის განვითარება არის ნიშანი ხელისუფლების ჭეშმარიტი მზაობისა მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ მზად ვართ, შევამციროთ სიღარიბე და მოვახდინოთ სოციალური კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესება. საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების მანძილზე იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება შედარებით სუსტმა ეკონომიკამ მოახდინოს მოქალაქეების სოციალური საჭიროებების პრიორიტიზირება და მიმართული იყოს გრძელვადიან განვითარებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის სწორ გზაზე დგას.

„საქართველო ასევე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის სწორ გზას ადგას. ჩვენი წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა საქართველოს მომავლისათვის.

ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა მტკიცედ დგას ამ ხედვაზე და მას აუცილებლად განვახორციელებთ საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებით, და პირველ რიგში კი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა