logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების მოსმენა დაიწყო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების მოსმენა დაიწყო
17:47 26.02.2019

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის

მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა დაიწყო. ღონისძიება დღეს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პირველი კომიტეტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის პრაქტიკა დანერგა. მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენის პრაქტიკა პირველად მკვიდრდება საქართველოს პარლამენტში. გადმოვიღეთ ბრიტანული მოდელი და ჩვენმა კომიტეტმა პილოტურად დაიწყო ამ პროცესის წარმართვა ერთი წლის წინ. დღეს კი, ეს საკითხი უკვე მოხვდა პარლამენტის რეგლამენტში და სავალდებულო ხდება კომიტეტებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ სხვა კომიტეტებმაც დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვადასხვა თემატური საკითხი აარჩიეს შემდგომი კვლევისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესს ახლავს თან, არის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რომელიც საკომიტეტო მოკვლევის პირველივე დღეებიდან საკმაოდ აქტუალურია.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ეხება, ვინაიდან ეს საკითხი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს. მისი თქმით, ინგლისის პარლამენტმა ამ საკითხზე მუშაობა ზუსტად ერთი წლის წინ დაასრულა და საინტერესო რეკომენდაციებიც წარმოადგინა, რომელთაგან ბევრი ჩვენთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს.

ატმოსფერული ჰაერის შესახებ ზეპირი მოსმენა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შარშან ჩატარდა. მაშინ სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, წარმოადგინა მასალები და დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციები თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფი უძღვებოდა.

„ახლა ფაქტობრივად ბოლო ეტაპზე ვართ, როდესაც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოვუსმენთ, მათ კითხვებს დავუსვამთ. მარტში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, სადაც მითითებული იქნება ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც აპირებს კომიტეტი, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, ასევე წარმოვადგენთ ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყების მისამართით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმენენ და საკითხის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. კახა კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს, რათა შემდეგ არსებული პრობლემის გადაჭრის გზები იყოს ნაპოვნი.

დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოუსმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს.

გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი მოამზადა, რომელშიც წარმოდგენილია გამოვლენილი პრობლემები, სხვადასხვა მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები.

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებების, გაცემული რეკომენდაციების და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ, სადაც ძირითადი ყურადღება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოძრავ წყაროებზე - ავტოტრანსპორტზეა გაკეთებული, ვინაიდან თბილისშია თავმოყრილი ავტომობილების თითქმის 40% და, შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დიდი ნაწილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მერიის ავტოსატრანსპორტო სამსახურის მიმართ 8 რეკომენდაცია გაიცა, მათგან შესრულებულია 6, ხოლო 2-ის მიმართ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან დამატებით განახლებულ ინფორმაციას ელოდებიან.

ზეპირი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრთა კითხვებს უპასუხეს.

სამუშაო ჯგუფის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრებს ის სიახლეები და ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რომელსაც სამინისტრო ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებს. სამინისტროს უახლოეს გეგმებს შორისაა მონიტორინგის სისტემის გამართვა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ჯარიმების გაზრდა იმ მეწარმე-სუბიექტებისათვის, რომელთა საწარმოებიც მნიშვნელოვნად აბინძურებენ ატმოსფერულ ჰაერს. შემდეგ მინისტრის მოადგილემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამანეტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრთა კითხვებს უპასუხეს.

კახა კუჭავას განცხადებით, გამოიკვეთა საკითხების ის წრე, რომლებზე მუშაობა ყველამ ხვალიდანვე უნდა დაიწყოს, ასევე საჭიროა ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლის გაზრდაც, ვინაიდან „მთელ ქვეყანაში ჰაერის ხარისხთან მიმართებაში თუ დავასახელებთ ერთად ერთ პასუხისმგებელ პირს, არის სწორედ ეს სამინისტრო“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სამუშაო ჯგუფი ხვალ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო ზეგ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მოუსმენს.

თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა