logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი ღია ფორმატში განიხილავდნენ მსგავს საქმეებს
მამუკა მდინარაძე: არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი ღია ფორმატში განიხილავდნენ მსგავს საქმეებს
13:35 26.02.2019

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპარლამენტო

უმცირესობის მოთხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე, ორი რამ თქვა. პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ, რათა ამაზე მსჯელობა იყოს რეალური და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის და მეორე, - იმ საქმესთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს ბატონი კობა პარლამენტში - არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები და ასე შემდეგ, ერთად ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დროს.

თუ არსებობს ასეთი, - თუ შეიძლება დაგვისახელონ, მაგრამ როგორც მე ვიცი - არ არსებობს. იმიტომ, რომ ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისათვის, იმიტომ რომ ეს დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ ჯდება კონფიდენციალობის პრინციპში, ასევე არ ჯდება იმ პრინციპებში, რომლითაც ზოგადად ხელმძღვანელობს ფინანსური სექტორის რეგულატორი. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, ამაზე ვიმსჯელოთ და ამაზე მივიღოთ გადაწყვეტილება. არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე და პოლიტიკურ ინტერესზე. ჩვენ უნდა მივიღოთ ახლა გადაწყვეტილება - ეს არგუმენტები გასაზიარებელია თუ არა. თუ არის გასაზიარებელი და ამას არ ვიზიარებთ და მაინც ვაგრძელებთ პოლიტიკურ დებატებს ეს უკვე დამაზიანებელია და არგუმენტების გაზიარებას მერე უკვე აზრი აღარ აქვს. თუ არ არის გასაზიარებელი, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ არ არის გასაზიარებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა