logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბახტაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იქნება
ბახტაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იქნება
12:24 26.02.2019
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას, რომელიც 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება, წელს საქართველო თავმჯდომარეობს.

„საბჭოზე უმაღლეს დონეზე განხილული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ჩვენ განათლების სექტორში ვახორციელებთ., ასევე - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. შესაბამისად, ამ კონტექსტში ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაც და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეფორმებზეც, რომლებსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ახალი ინიციატივების გაჟღერებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს და ამ ინიციატივებზე 5 მარტს ვისაუბრებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა