logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
10:23 26.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

ძირითადი აქცენტი 5 მარტს, ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე სამზადისზე, გაცვალეს ინფორმაცია სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და დელეგაციების შემადგენლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის ივლისში ქ. ბათუმში დაგეგმილი ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას. ის მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც წელს მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხს ეძღვნება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თემატიკა და მასში ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ევროკავშირის ელჩმა განმეორებით დაადასტურა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. მან დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პროცესში, კერძოდ კი მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურების და კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში დაგეგმილ რიგ მაღალი დონის ვიზიტებს ევროკავშირიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ინტენსიურ თანამშრომლობას 2019 წლის საქართველო-ევროკავშირის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა