logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
23:33 25.02.2019
ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, ინგო აპეს შეხვდა.



საუბრის მთავარი თემები პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, განათლებისა და კულტურის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობის ყველა ასპექტი იქნა განხილული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.



„ვისაუბრეთ ავსტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა კუთხით გაღრმავებაზე. აბსოლუტურად ყველა ასპექტზე გვქონდა საუბარი: პოლიტიკურ თანამშრომლობაზე - როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში, შესაბამისად, ევროინტეგრაციის კუთხით, ავსტრიის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და იცით, რომ ამ კუთხით ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან მყარია. ასევე, გვქონდა საუბარი ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. ყველა მიმართულებით თანამშრომლობის ძალიან წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად განვითარდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა