logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტს შეხვდა
18:15 25.02.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. ქვეყნის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძემ და ვოლფგანგ სობოტკამ იმსჯელეს ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის შესახებაც. საქართველოს პარლამენტისა და ავსტრიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.

საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველმა პრეზიდენტმა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და რეფორმების განხორციელების პროცესში, მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და ვოლფგანგ სობოტკამ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო აფასებს ავსტრიის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერას და გასაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასთან თანამშრომლობას.

„ძალიან ვაფასებთ ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წლისთავია და ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. დამოუკიდებლობის გაფრთხილების კუთხით, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომას და ჩვენს თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია და ევროკავშირში ავსტრიის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სფეროში ჩვენს თანამშრომლობას. გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები და ჩვენი სურვილია, რომ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ კავშირები. ასევე, განვიხილეთ განათლების სფეროში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის დეტალები, სადაც გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა იქნება მომავალშიც წარმატებული.

ჩვენ გვაქვს მდიდარი საპარლამენტო ტრადიციები. სამწუხაროდ, საქართველოში საპარლამენტო ტრადიციების განვითარება 70 წლის განმავლობაში შეწყდა, თუმცა, ვამაყობთ ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიით. ამ ტრადიციების გათვალისწინებით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარება. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა მიმართულებით გვექნება წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვიზიტი ამაში წვლილს შეიტანს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ავსტრიის ერთერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ადასტურებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო ვითარდება.



„ავსტრია არის და დარჩება საქართველოს პარტნიორი „ტვინინგის“ პროგრამებში. ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის ავსტრიის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ დავსახეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ავსტრია დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის და სატყეო მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობით და იგეგმება ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა. მივესალმებით რეფორმებს საქართველოში, განსაკუთრებით, იუსტიციის სფეროში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ისეთი პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი“,- განაცხადა ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველმა პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა