საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში მოეწერა.
ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ, კორეის მხრიდან კი - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ლი ვუკ-ჰეონმა.

















