პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი და ის კარგად აჩვენებს, რომ ჩვენ არა გვაქვს უთანხმოება რუს ხალთან, იმ რუს ბიზნესმენებთან, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, ბიზნესის წარმოება და აქ ადამიანების დასაქმება. არ გვაქვს უთანხმოება რუს ტურისტებთან და არც რუს ჟურნალისტებთან, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა და აქ მიმდინარე პროცესების გაშუქება უნდათ", – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, უთანხმოება, რომელიც რუსეთთან აქვს საქართველოს, კრემლის პოლიტიკას და იმ კურსს უკავშირდება, რომელსაც აღნიშნული ქვეყანა ატარებს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

















