ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებთან კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ
, გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ინფორმაცია საზოგადოებამდე არაზუსტადაა მიტანილი.
„გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს პირველი არ არის და არა მგონია, რომ ეს არანორმალური მოვლენა იყოს. თუმცა პრობლემა სხვა რამეა - საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე. ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან. როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის, ის ხმამაღალა ჟღერს და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მით უმეტეს, შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია უკვე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა დატოვა. გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება გუშინ სამმა დეპუტატმა- ეკა ბესელიამ, ლევან გოგოჩაიშვილა და ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა, დღეს კი გედევან ფოფხაძემ, ფრაქციის დატოვების შესახებ მამუკა მდინარაძეს მიმართა.

















